მნიშვნელოვანი შენიშვნა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შექმნილია IELTS გამოცდის სარეგისტრაციო ყალბი საიტები, რომლებსაც ბრიტანეთის საბჭოსთან კავშირი არ აქვთ. ჩვენ პასუხისმგებელი არ ვართ საიტებზე განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

თქვენი პირადი მონაცემების მითითებამდე, გთხოვთ, გადაამოწმოთ, რომ ნამდვილად ჩვენს უსაფრთხო ონლაინ სარეგისტრაციო სისტემას იყენებთ (https://ielts.britishcouncil.org/georgia). ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ყალბი ვებგვერდების მისამართებში ორგანიზაციის დასახელება ‘‘British Council’’  შესაძლოა არასწორად იყოს მითითებული.

1 გაეცანით ინფორმაციას კანდიდატებისთვის

ჩამოტვირთეთ და გაეცნით საინფორმაციო ბროშურას კანდიდატებისთვის, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ტესტის ფორმატის, დავალებებისა და შედეგების შესახებ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ IELTS ტესტის ჩაბარება არ არის რეკომენდებული 16 წლამდე ასაკის კანდიდატებისთვის. 

2 აირჩიეთ საჭირო ტესტის ვერსია

IELTS ტესტი შედგება ორი ვერსიისგან: 

IELTS აკადემიური მოდული

IELTS ზოგადი მოდული

გაეცანით ჩვენს ბროშურას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის საჭირო მოდულის შერჩევაში. 

3 აირჩიეთ ტესტის თარიღები 

IELTS ტესტის ყველა სესიაზე ადგილები შეზღუდულია, ამიტომ გირჩევთ ტესტის სასურველ თარიღზე გამოცდამდე 5 კვირით ადრე დარეგისტრირდეთ. ეწვიეთ IELTS ონლაინ სარეგისტრაციო სისტემას ტესტის თარიღების და დარჩენილი ადგილების  სანახავად.  

შენიშვნა: ტესტის სმენის, კითხვისა და წერის ნაწილი ტარდება იმავე დღეს. საუბრის ნაწილი ტარდება ან იმავე დღეს ან ტესტის წერით ნაწილიდან შვიდი დღის განმავლობაში. საუბრის ნაწილის თარიღის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ ელექტრონული ფოსტით გამოცდამდე 3 დღით ადრე. 

4 დარეგისტრირდით ონლაინ

ეწვიეთ ჩვენს ონლაინ სარეგისტრაციო სისტემას და დარეგისტრირდეთ IELTS  ტესტზე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია უნდა მოგვაწოდოთ მე-5 პუნქტის მიხედვით და  გამოცდის საფასური გადაიხადოთ მე-6 პუნქტის მიხედვით. 

5 მოგვაწოდეთ რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია

რეგისტრაციისთვის ონლაინ სარეგისტრაციო სისტემაში უნდა ატვირთოთ:  

  • თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მკაფიო ასლი (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა ატვირთოთ მხოლოდ პასპორტი). 

6 აირჩიეთ გადახდის სასურველი მეთოდი 

IELTS ტესტის საფასურია 397 ლარი. ტესტის საფასური შეგიძლიათ გადაიხადოთ: 

i) საკრედიტო ბარათით ონალინ სარეგისტრაციო სისტემაში სარეგისტრაციო ფორმის შევსებისთანავე 

ii) საბანკო გადარიცხვით 

თუ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებისას თანხის საბანკო გადარიცხვის მეთოდს აირჩევთ, საბანკო დეტალები ელექტრონული ფოსტით გამოგეგზავნებათ.

გადახდის დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ: IELTS / სახელი და გვარი / გამოცდის თარიღი. მაგალითად: IELTS  / ნ.დოლიძე / 02.12.2017.

გადახდილი თანხის ქვითარი გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით სააპლიკაციო ფორმის შევსებიდან არაუგვიანეს მესამე დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.

7.  დამატებითი ინფორმაცია 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრული აპლიკაციებს არ მიიღება. 

სერთიფიკატის დამატებითი ასლები

თუ  IELTS სერთიფიკატის გაგზავნა გსურთ უნივერსიტეტებსა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, გთხოვთ შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმის შესაბამისი გრაფები. თითოეული სდუდენტისთვის შესაძლებელია 5 დამატებითი სერთიფიკატის გაგზავნა. 

8 რეგისტრაციის შემდეგ

ელექტრონული ფოსტით მიიღებთ გამოცდაზე რეგისტრაციის დასტურს იმ შემთხვევაში თუ სრულად გაივლით რეგისტრაციის პროცესს (ონლაინ სისტემაში შევსებული აპლიკაცია, სისტემაში ატვირთული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადახდილი თანხა საკრედიტო ბარათით ან საბანკო გადარიცხვის გზით).

რეგისტრაციის დასტურის წერილთან ერთად ასევე მიიღებთ კოდს უფასო მოსამზადებელ კურსზე: Road to IELTS

გამოცდამდე 3 დღით ადრე მიიღებთ სრულ ინფორმაციას გამოცდის ადგილისა და დროის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 

სპეციალური პირობები 

ბრიტანეთის საბჭო უზრუნველყოფს სპეციალურ პირობებს განსაკუთრებული საჭიროების მქონე კანდიდატებისთვის. 

იმისთვის, რომ თქვენთვის ვუზრუნველვყოთ საჭირო საგამოცდო პირობები,დაგვიკავშირდით გამოცდის თარიღამდე სამი თვით ადრე.

გამოცდის გაუქმება

გამოცდის გაუქმება და თანხის დაბრუნება შეგიძლიათ მოითხოვოთ იმ შემთხვევაში, თუ:  

რეგისტრაციას გამოცდის თარიღამდე სულ მცირე ხუთი კვირით ადრე გააუქმებთ. ამ შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ ადმინისტრაციული თანხის 25%-ის დაქვითვით.

რეგისტრაციას გამოცდის თარიღამდე ხუთი კვირის ან ნაკლები დროის განმავლობაში  გააუქმებთ, მაგრამ დაასაბუთებთ, რომ გქონდათ ჯანმრთელობის პრობლემა და წარადგენთ შესაბამის სამედიცინო ცნობას. ამ შემთხვევაში თანხა დაგიბრუნდებათ ადმინისტრაციული თანხის 25%-ის დაქვითვით. გამოცდის გასაუქმებლად უნდა შეავსოთ ,,გამოცდის გაუქმება / გადატანის ფორმა.’’ (PDF 42kb) და სამედიცინო ცნობასთან ერთად გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტით გამოცდამდე მინიმუმ 5 დღით ადრე.  

თარიღის შეცვლა

თუ გამოცდის თარიღის შეცვლა გსურთ, აღნიშნულის შესახებ უნდა შეგვატყობინოთ გამოცდის თარიღამდე სულ მცირე ხუთი კვირით ადრე. გამოცდის თარიღის შეცვლის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა შეავსოთ და ელექტრონული ფოსტით გამოგვიგზავნოთ „გამოცდის გაუქმება/გადატანის ფორმა.’’