გამოიყენეთ შანსი გლობალურ რადიო შოუს ეთერში მოსახვედრად

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის #დარჩისახლში ფარგლებში, ჩვენ ვატარებთ რადიო სელექტორის კონკურსს, რომელიც მუსიკოსებს საქართველოდან შესაძლებლობას აძლევს მოხვდნენ გლობალური რადიო შოუს ეთერში.

რადიო სელექტორი #SelectorRadio მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში აცნობს რადიო მსმენელებს საუკეთესო ბრიტანულ მუსიკას და ნიჭიერ ახალგაზრდებს, აკავშირებს რა მუსიკის მოყვარულებს ყოველკვირეულად ესპანეთიდან ჩინეთამდე. ამ ყოველკვირეულ ორსაათიან რადიო პროგრამას უძღვება ჯემზ სუპერნოვა, რომელიც გთავაზობს ახალ და საინტერესო მუსიკას მიუხედავად ბენდისა, მუსიკოსისა თუ ჟანრისა.

მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მსმენელების მოსაზიდად და ახალი ტალანტების მოსაძიებლად შოუს მასპინძელი ჯემზ სუპერნოვა დროდადრო თავის პროგრამაში რთავს მუსიკალურ ტრეკებს სხვადასხვა ქვეყნიდან.  ამ ზაფხულში ჩვენ ვაწყობთ კონკურსს მუსიკოსებისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან, რომელთაც შესაძლებლობა ეძლევათ გაიმარჯვონ და მათი მუსიკა საერთაშორისო აუდიტორიამაც გაიცნოს.

პირველ ეტაპზე შემოსულ განაცხადებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. შემდეგ კი ჯემზ სუპერნოვა შეარჩევს 10 ნამუშევარს, ისე, რომ მხოლოდ მუსიკას მოუსმენს და არ ეცოდინება ავტორების ვინაობა. ჟანრს, ქვეყანას და ენას მნიშვნელობა არ მიენიჭება.

ამის შემდეგ ჯერი საერთაშორისო მსმენელიც ერთვება  - ყველა შერჩეულ მუსიკას 10 დღის განმავლობაში ონლაინ კენჭისყრით შეარჩევენ და ბოლოს ორი მათგანი დასახელდება როგორც გამარჯვებული - ერთი ონლაინ კენჭისყრით,  მეორე კი ჯემზის შერჩეული. სწორედ ეს ორი მუსიკა მოხვდება რადიო სელექტორის ეთერში და მათ მთელი მსოფლიოდან ოთხ მილიონზე მეტი მსმენელი ეყოლება.

რადიო სელექტორის კონკურსის მიმდინარეობის ძირითადი  თარიღები

16–30 ივლისი   განაცხადების მიღება
31 ივლისი –17 აგვისტო ჩვენი საერთაშორისო ჟიური და ჯემზ სუპერნოვა არჩევენ 10 ნამუშევარს
18–28 აგვისტო ონლაინ კენჭისყრა
31 აგვისტო ორი გამარჯვებულის გამოცხადება, რომელთაგანაც ერთს ჯემზ სუპერნოვა არჩევს, მეორეს მსმენელები ონლაინ კენჭისყრით!
4 სექტემბერი       ორი გამარჯვებული რადიო სელექტორის ეთერში.