წამყვანი ბრიტანული ინკლუზიური საცეკვაო კომპანია Candocoის წარმოგიდგენთ ორ ნამუშევარს:Face In და Let’s Talk About Dis 

ბრიტანეთის საბჭო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ Candoco-ს , წამყვანი ბრიტანული ინკლუზიური საცეკვაო კომპანიის, ორ ნამუშევარს:  Face In და Let’s Talk About Dis

Face In

Face In - ეს არის ძალიან ინტიმისა და წარმოსახვისადმი მიძღვნილი მგრძნობიარე და ემოციური ოდა, რომელიც გადმოცემულია  მიმზიდველი გამოსახულებების შერწყმით ცეკვასთან. ურბანული, ინდი მუსიკის ფონზე Candoco გიწვევთ, ჩაერთოთ ამ სასიამოვნო და ეკზოტიკურ  წარმოსახვით სამყაროში, რომელიც ერთდროულად ძალიან ნაცნობიცაა და უცნაურიც. ეს არის სამყარო, რომელშიც Candoco-ს მოცეკვავეები თავს ძალიან მხნედ გრძნობენ: ცეკვავენ სიამოვნებით, ავლენენ საკუთარი თავის ექსტრემალურ მხარეს და ცდილობენ, ერთდროულად იყვნენ ბანალურებიც და სასაცილოებიც. ცეკვა დადგმულია იასმენ გოდერის მიერ, რომლის ნამუშევრებიც ყოველთვის მიმზიდველი, სულის შემძვრელი, ძლიერი და ძალიან პირადულია.                                                  

დრო: 2019 წლის 25 სექტემბერი, 20.30 საათი
ადგილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

Let's Talk About Dis

Let’s Talk About Dis- ვიზუალური ხელოვნების სპეციალისტმა ჰითეინ პათელმა შექმნა Candoco-თვის კარგად ნაცნობი და იუმორისტული ნამუშევარი, რომელშიც მოცეკვავეები ცდილობენ, შეისწავლონ საკუთარი პიროვნული და ფიზიკური თავისებურებები.  ნამუშევარი სახალისო ფორმით კითხვის ქვეშ აყენებს იდენტობას და მაყურებელს აძლევს საშუალებას ჩაუღრმავდნენ იმას რაც ზედაპრის მიღმაა.

დრო: 2019 წლის 25 სექტემბერი, 20.30 საათი
ადგილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

See also

გარე ბმულები