შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების ფორუმი შეკრებს ხელოვანებსა და პოლიტიკოსებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების მიზნებისა და პერსპექტივების განსახილველად.

მოხარული ვართ, რომ ბრიტანეთის საბჭო საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით  ჩაატარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელოვნების ფორუმს, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  შშმ ხელოვანების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული  პოტენციალის  შესახებ, რათა  გაუმჯობესდეს შშმ პირთათვის სივრცეთა, კერძოდ სახელოვნებო სივრცეთა, მისაწვდომობა და ხელოვნებაში მათი ჩართულობა, რათა ხელოვნება, კულტურული პროდუქტი და სხვადასხვა დაწესებულება ხელმისაწვდომი გახდეს როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ხელოვანებისთვის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აუდიტორიისთვის. ეს ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ხელოვანთა ჩართვას სახელოვნებო საქმიანობაში, რაც  გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობას და  ხელს შეუწყობს  საერთაშორისო თანამშრომლობების ჩამოყალიბებას.  ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ მომხსენებლები ბრიტანეთიდან და რეგიონიდან, რომელიც მოიცავს საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და უკრაინას. 

დრო: 2019 წლის 24 სექტემბერი
ადგილმდებარეობა: საქართველოს პარლამენტი

See also

გარე ბმულები