დავით აღმაშენებლის გამოსახულებით შემორჩენილი ერთადერთი მონეტის შთაგონებით, რომელმაც ბრიტანეთის მუზეუმიდან ცოტა ხნით საქართველოში გადმოინაცვლა დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონისთვის #UKGeorgia2019 ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის სასწავლო ცენტრის მოსწავლეებმა შექმენეს ახალი მონეტების დიზაინი, რომლებიც გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს მეგობრობას აღნიშნავს. რაც შეეხება უშუალოდ დავით აღმაშენებლის მონეტას, ეს არის ერთადერთი შემორჩენილი მონეტა დავით აღმაშენებლის გამოსახულებით, რომელიც შექმნილია მისი მეფობის პერიოდში (1089-1125).

კონკურსში მონაწილეობდნენ 17 წლამდე ასაკის მოზარდები. შედეგად შეიჩა 12 ნამუშევარი და 12 გამარჯვებული სპეციალურად მოიწვია რა საელჩოში დააჯილდოვა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილეოთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითმა.

ამას, გარდა ეს 12 საუკეთესო ნამუშევარი, შესაბამისი განმარტებებით ავტორებისგან, კალენდრის სახით გამოიცა და მიეძღვნა დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონს.

დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში მოიცავს 60-ზე მეტ ღონისძიებას, რომლებიც სამ თვეს გასტანს. 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში სეზონის ფარგლებში აქტივობები ჩატარდება როგორც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ისე სხვაგან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

See also