ახალი, შთამბეჭდავი ნამუშევარი ცნობილი ბრიტანული კომპანიისგან - Studio Wayne McGregor შექმნილი ქართველ ქორეოგრაფებთან და მოცეკვავეებთან ერთად, რომელიხ ღია ცის ქვეშ გაიმართება

ბრიტანეთის საბჭომ საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობას მსოფლიოში ცნობილ ბრიტანულ საცეკვაო კომპანია Studio Wayne McGregor-სა და თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს შორის, რომლის საფუძველზეც, თბილისში გაიმართება 45 წუთიანი წარმოდგენა - O2.  პროექტის მხატვრულ მხარეზე მუშაობს Studio Wayne McGregor, კომპანიის მოცეკვავეები და ქორეოგრაფები ქართველ ხელოვანებთან თანამშრომლობით გამართავენ წარმოდგენას თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას. 

დრო; 2019 წლის 5 ოქტომბერი დასაწყისი 15:00 საათზე
ადგილი თბილისი, ორბელიანის მოედანი

გარე ბმულები