გაიცანით ჩვენი ახალგაზრდული ბორდის წევრები: ამიკო ურიდია, სალომე ყორღანაშვილი, ბაია კვიციანი, ანა კვინიკაძე, ნინო სამველიძე, მარიამი ჩხაიძე, ნინო წითლანაძე, გიორგი ფარულავა, თამარ  ჯიბუტი და ნუცა ბურჯანაძე. 

კონკურსის შედეგად ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტის ახალგაზრდული ბორდის წევრებად შევარჩიეთ 10 წარმატებული ახალგაზრდა, რომელთაც აინტერესებთ ხელოვნება და ბრიტანულ-ქართული ურთიერთობები. 

ახალგაზრდული ბორდის წევრები  გვეხმარებიან ეფექტურად განვახორციელოთ პროგრამა ბრიტანეთი/საქართველო 2019: ახალი ჰორიზონტი. მათი ძალისხმევით პროგრამის ღონისძიებები და აქტივობები მორგებული იქნება ახალგაზრდების მოთხოვნებსა და ინტერესებზე და ორიენტირებული იქნება ახალგაზრდებზე. 

გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო შესარჩევ კონკურსში, შერჩეულ კანდიდატებს კი მივულოცოთ.

თვალი ადევნეთ ჩვენს  ვებგვერდს  ახალი აქტივობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.