დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში ეძღვნება ორ ქვეყანას შორის მეგობრობას და აღინიშნება 2019 წლის შემოდგომაზე. 

დიდი ბრიტანეთის სეზონი საქართველოში მოიცავს 60-ზე მეტ ღონისძიებას, რომლებიც სამ თვეს გასტანს. 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში სეზონის ფარგლებში აქტივობები ჩატარდება როგორც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ისე სხვაგან, მთელი საქართველოს მასშტაბით.

დიდი ბრიტანეთოს სეზონი წარმოაჩენს თანამედროვე, მრავალფეროვან და გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანულ  კულტურას, სპორტს, განათლებასა და ბიზნესს. სეზონი ასევე ხაზს უსვამს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ მტკიცე მეგობრობას.

ჩვენი მთავარი აქცენტი გაკეთდება ბრიტანეთისა და საქართველოს საერთო ღირებულებებზე და სეზონის მიმდინარეობისას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიას.

ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ბრიტანელ და ქართველ პარტნიორებთან, რათა ჩვენი სეზონი ღირსეულად აღნიშნავდეს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს პარტიორობის სიმტკიცეს, ძლიერ მხარეებს.

სეზონის მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება ახალგაზრდობა. ჩვენი ახალგაზრდული ბორდი აქტიურად მონაწილეობს პროგრამის შემუშავებაში, რათა სეზონი რეალურად ასახავდეს ახალგაზრდების ინტერესებს საქართველოში.

სეზონის საშუალებით ჩვენ განვაახლებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობას მომავალი  თაობისთვის. 

რატომ ვაკეთებთ ამას ახლა?

2019 წელს აღინიშნება ბრიტანეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების საუკუნოვანი იუბილე. ჩვენ გვსურს დავეყრდნოთ მჭიდრო, ხანგრძლივ მეგობრობას და კიდევ უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ დიდი ბრიტანეთი და საქართველო.

ვინ ახორციელებს დიდი ბრიტანეთი-საქართველოს სეზონს?

დიდიბრიტანეთისსეზონსერთობლივადახორციელებენ ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში. პროგრამა მოიცავს აქტივობებს, რომლებიც ნათლად ასახავს ჩვენს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან კულტურის, ბიზნესის, სპორტის, უსაფრთხოებისა თუ რეფორმების სფეროში.

ვინ აფინანსებს სეზონს?

სეზონს აფინანსებს ბრიტანეთის საბჭო და ბრიტანეთის საელჩო სპონსორთა ჯგუფთან ერთან, მათ შორის: აჭარა ჯგუფი, საქართველოს ბანკი, ბიპი, ჯორჯია კაპიტალი და ვისოლი.

See also