111 არის შთამბეჭდავი დუეტი ჯოელ ბრაუნისა და ევა მუცოს მონაწილეობით, რომლებიც ცდილობენ, იპოვონ ძალა საკუთარ თავში, რათა გაუმკლავდნენ სირთულეებს.

დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან თანამშრომლობით თბილისში ჩამოვიტანეთ წარმოდგენა 111. ეს არის ცეკვა, რომელსაც ასრულებს ძალიან შთამბეჭდავი დუეტი ჯოელ ბრაუნისა და ევა მუცოს მონაწილეობით. წარმოდგენის მსვლელობისას მოცეკვავეები ცდილობენ, იპოვონ ძალა საკუთარ თავში, რათა გაუმკლავდნენ სირთულეებს. ჯოელ ბრაუნი არის თვითნასწავლი პარამოცეკვავე და წამყვანი ბრიტანული  ინკლუზიური საცეკვაო კომპანიის Candoco-ს დასის წევრი.  ევა მუცო შოტლანდიის ბალეტის ყოფილი პრიმაბალერინაა   

111 არის იმ მალების რაოდენობა, რომელიც ჯოელს და ევას აქვთ.... ჰიპოთეტურად. ევა ისე მოძრაობს, თითქოს მას 100 მალა აქვს, ჯოელის ხერხემალი კი შეერთებულია და ის ხუმრობს, რომ მას მხოლოდ 11 მალა აქვს.

დრო: 2019 წლის 23 სექტემბერი
ადგილი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 

თუ თქვენ ნახეთ ეს არაჩვეულებრივი წარმოდგენა, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი ონალინ კითხვარის საშუალებით

გარე ბმულები