არგონავტები არის ინტეგრირებულ წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობისა და ტიპური განვითარების მქონე მოცეკვავეები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან. 

ბრიტანეთის საბჭო საცეკვაო კომპანია Candoco-სა და Lost Dog -თან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ „არგონავტებს“, რომელიც არის ჩვენი ოთხწლიანი პროგრამის შემაჯამებელი წარმოდგენა. „არგონავტების“ მეშვეობით პროგრამა შეუზღუდავი შესაძლებლობები: სწორი ნაბიჯების გადადგმა თვალნათლივ გვაჩვენებს ნაყოფიერ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნის ათ პროფესიონალ და არაპროფესიონალ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ტიპიური განვითარების შემსრულებელს შორის. პროფესიონალური წარმოდგენა სულ რაღაც 20 დღეში, 2019 წლის ივნის-სექტემბერში გამართული სამი ვორკშოფის საფუძველზე, შეიქმნა. 

დრო: 2019 წლის 25 სექტემბერი, 20.00 საათი.
ადგილი: კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი

„არგონავტები“ Lost Dog-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბენ დიუკმა  დადგა არტისტებთან უელი ო’ბრაიანთან, ჯემაიმა ჰოდლისთან და საცეკვაო კომპანიის Candoco პროდიუსერთან ელი დაგლას-ალანთან თანამშრომლობით.

20 წუთიანი სპექტაკლი ”მოგვითხრობს, თუ როგორ ვქმნით ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ თვითმყოფადობას ამბის თხრობის და ხელახლა გადმოცემის გზით. არგონავტები აერთიანებს მითიურ და მიწიერ ამბავს და გვიჩვენებს, რომ ეს ორი ერთმანეთთან უფრო  ახლოსაა, ვიდრე ჩვენ გვგონია” (ბენ დიუკი, სამხატვრო ხელმძღვანელი).

See also

გარე ბმულები