წარმოგიდგენთ ნაბიჰა იქბალს, ბრიტანელ ხელოვანს, დიჯეის და პროდიუსერს, რომელიც დაუკრავს თბილისში, კლუბ „მზესუმზირაში“

ნაბიჰა იქბალმა, ბრიტანელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, დაუკრა კლუბ „მზესუმზირაში“ მთაწმინდაზე. ადრე ნაბიჰა ცნობილი იყო სახელით "Throwing Shade", თუმცა შემდგომ მან მოღვაწეობა გააგრძელა  თავისი ნამდვილი სახელით და ამაყად წარსდგა საკუთარი მსმენელის წინაშე, როგორც ბრიტანელი ქალი ხელოვანი, რომელიც ქმნის ელექტრონულ მუსიკას. სადებიუტო ალბომში Weighing of the Heart (2017)  ძირითადად წარმოდგენილი იყო ნაბიჰას მიერ შექმნილი ინსტრუმენტული და და ვოკალური ნაწარმოებები. ნაბიჰამ თავის მუსიკას ასევე გიტარაც დაამატა. იმის გარდა, რომ ნაბიჰა არის მუსიკოსი, ის ასევე არის წამყვანი რადიო NTS-ზე და ზრუნავს იმაზე, რომ მსმენელს გააცნოს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის მუსიკა. გარდა მუსიკისა, მას აქვს ქეიმბრიჯის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ფილოსოფიაში (აფრიკის ისტორიის განხრით). ასევე გააჩნია  ადამიანის უფლებათა დაცვის კანონმდებლობაზე მუშაობის გამოცდილება და შავი ქამარი კარატეში. გარდა ლაივ სეტისა, ნაბიჰა ასევე ჩაატარებს ვორკშოპს ადგილობრივი მუსიკოსებისთვის, რომლის მთავარი მიზანია გამოცდილების გაზიარება და ნაბიჰას ნამუშევრების ონლაინ მარკეტინგი. 

ჩვენი პარტიორია Radio Tempo

ნაბიჰა იკბალის ლაივსეტი

დრო:

 

2019 წლის 14 სექტემბერი (02.00 საათიდან 05.00 საათამდე)

ადგილი: კლუბი "მზესუმზირა"

ნაბიჰა იკბალის ვორკშოპი

დრო:

 

2019 წლის 14 სექტემბერი (19.00 საათიდან 21.00 საათამდე)

ადგილი: ფაბრიკა, ეგნატე ნინოშვილის ქ. N 8